top of page

HY-PRO FLOWERING BOOSTER-ი ნიადაგის მცენარეებისთვის

 

Hy-Pro-ს ყვავილობის ბუსტერები საკმაოდ კონცენტრირებული და ძლიერი სტიმულატორებია ყვავილობის ფაზისთვის, რომლის საოცრად უხვი მოსავლიანობა მრავალჯერაა ნაცადი. რაც 30 წლის დაიწყო, როგორც სასუქების მცირე ბიზნესი, დღესდღეობით გადაიქცა სოლიდურ კომპანიად, რომელიც მცენარეთა თხევადი საკვები და სასუქი ნივთიერებების შექმნასა და წარმოებაზეა ორიენტირებული. გარდა ლაბორატორიული კვლევებისა, ჩვენი ყველა პროდუქტი ჩვენს მიერვეა წარმოებული - ეს კი უმაღლესი ხარისხის გარანტიაა. ჩვენს მიერ დიდი სიფრთხილით შექმნილი ყვავილობის ბუსტერი ფოსფორის, კალიუმისა და მიკროელემენტების ისეთ რაოდენობებს შეიცავს, რომ მცენარემ გაზარდოს შაქრის წარმოქმნა. ეს კი დამატებითი ენერგიაა, რომელიც საჭიროა ზრდისთვის, ყვავილობისთვის და მაღალი მოსავლიანობისთვის. ყვავილობის ფაზაში მცენარე საკმაოდ სწრაფად ითვისებს მოცემულ ელემენტებს რიზოსფეროში, ზოგჯერ 72 საათშიც კი. მაშ, როგორ მივიღოთ მაღალი მოსავალი? მოსავლიანობა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ყურადღებით კვებავთ მცენარეებს და კიდევ - რას იყენებთ საკვებად.

 

Hy-Pro-ს ყვავილობის ბუსტერი Epic Bloom-ი არის სპეციალურად შექმნილი ფორმულაა იმისთვის, რომ ნიადაგის მცენარეებს ოპტიმალური ზრდის საშუალება მისცეთ.

Hy-Pro Epic Bloom Terra

25,00GELPrice
  • ყვავილობისას მცენარეს დამატებითი ხელშეწყობა სჭირდება

     

    იმისთვის, რომ გაიზარდოს და იყვავილოს ან ნაყოფი მოისხას, მცენარეს ოცამდე მინერალური ელემენტის დაბალანსებული რაციონი სჭირდება. აქედან ყველაზე მთავარი ექვსი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი და უხვმოსავლიანი მცენარისთვის, არის: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. პირველ სამ ელემენტს მცენარე ჰაერიდან და წყლიდან იღებს, დანარჩენი სამი კი მიწიდან უნდა მიიღოს. მცენარეს დამატებით სჭირდება დიდი ოდენობით კალციუმი, მაგნიუმი და გოგირდი. თუ სწრაფად მზარდი მცენარე ვერ მიიღებს საჭირო ოდენობით საკვებს, ენერგიის წარმოება შემცირდება და აღარ ეყოფა ენერგია იმასთვის, რომ უხვი ნაყოფი გამოისხას. მცენარის ზრდა შეჩერდება და ნაყოფის ხარისხი დაეცემა. უხვი მოსავლიანობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბუსტერს, რომელიც მცენარეს დამატებითი ფოსფორით, კალიუმით, გოგირდითა და მიკროელემენტების მიქსით წაეხმარება.

     

    **დამატებითი ფოსფორი ფოტოსინთეზისთვის

    HY-PRO-ს ყვავილობის ბუსტერები მცენარეს ფოტოსინთეზისთვის საჭირო დამატებითი ფოსფორით უზრუნველყოფს.

     

    მართალია, ფოსფორი მცენარეს ვეგეტაციის ფაზაშიც სჭირდება, ყვავილობის ფაზაში მას გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს. ფოსფორი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ჯერ ერთი იმიტომ, რომ მცენარეში შემავალი რამდენიმე სტრუქტურული შენაერთის შემადგენელი ნაწილია, მეორეც იმიტომ, რომ ის არის მრავალი მნიშვნელოვანი ბიოქიმიური რეაქციის კატალიზატორი. ცნობილია ფოსფორის როლი მზის ენერგიის მოპოვებისა და მცენარისთვის სასარგებლო შენაერთებად გარდაქმნის პროცესში. ფოსფორი ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ) ძირითადი შემდაგენელი კომპონენტია, რომელსაც მცენარეში ენერგიის ტრანსპორტირება და შენახვა ევალება. ფოსფორი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) ძირითადი შემდაგენელი კომპონენტიცაა, რაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური კოდია. ის შედის რიბონუკლეინის მჟავაშიც (რნმ), რომელიც ემსახურება დნმ-ის გენეტიკური კოდის წაკითხვას და მის საფუძველზე ცილებისა და სხვა შენაერთების წარმოქმნას, რაზეც დამოკიდებულია მთლიანად მცენარის აგებულება, ნაყოფის მოსხმა და გენეტიკური გამრავლება. დნმ-ისა და რნმ-ის სტრუქტურულ ელემენტებს ფოსფორული ბმები აკავშირებს ერთმანეთთან.

     

    **დამატებითი კალიუმი მცენარის ჯანმრთელობისთვის

    HY-PRO-ს ყვავილობის ბუსტერები მცენარეს ჯანმრთელობისთვის ესოდენ საჭირო დამატებითი კალიუმით უზრუნველყოფს.

    კალიუმი კატალიზატორია მცენარის მრავალი ფუნქციის შესასრულებლად და მცენარის ზრდისა და რეპროდუქციისთვის საჭირო თითქმის ყველა პროცესშია ჩართული. კალიუმი ძლიერებს ღეროს, აუმჯობესებს ფერებს, უზრუნველყოფს სახამებლებსა და ზეთებს და ამცირებს წყლის მოთხოვნას. მონაწილეობს უჯრედების დაყოფაში და ანეიტრალებს ჭარბი აზოტისა და კალციუმის ეფექტს. კალიუმი მონაწილეობს წყლის დონის რეგულირებაში და მცენარის სარეზერვო ნივთიერებების ტრანსპორტირებაში. ზრდის ფოტოსინთეზურ შესაძლებლობას, აძლიერებს უჯრედის ქსოვილს და ხელს უწყობს ყვავილობის პროცესს, ნახშირწყლებისა და ფერმენტების სინთეზს. კალიუმის დეფიციტის გამო მცენარე ვეღარ უმკლავდება გვალვას, ჭარბწყლიანობასა თუ ექსტრემალურ ტემპერატურებს. ვეღარ უმკლავდება პარაზიტებს, დაავადებებსა და ნემატოდების შემოტევას. ვინაიდან კალიუმი ზოგადად დადებითად მცენარეზე და ეხმარება დაავადებებთან ბრძოლაში, მას „ხარისხის“ სასუქსაც უწოდებენ. კალიუმი გავლენას ახდენს ისეთ ხარისხობრივ ფაქტორებზე, როგორიცაა მაგალითად თესლის ან მარცვალის ზომა, ფორმა, ფერი და ძალა, ბამბის ბოჭკოვანი აგებულება და ა.შ.

     

    **დამატებითი გოგირდი ცილების სინთეზისთვის

    HY-PRO-ს ყვავილობის ბუსტერები მცენარეს ცილების წარმოქმნისთვის საჭირო დამატებითი გოგირდით უზურნველყოფს

     

    გოგირდი ქლოროფილის წარმოქმნაში მონაწილეობს. ის აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის, ჩართულია ცილების სინთეზისა და ქსოვილების წარმოქმნის პროცესში. გოგირდი ნებისმიერი ცოცხალი უჯრედის შემადგენელი ნაწილია, ის საჭიროა გარკვეული ამინომჟავების (ცისტეინისა და მეთიონინის) და ცილების სინთეზისთვის. გოგირდი მნიშვნელოვანი ელემენტია ფოტოსინთეზის პროცესში და მცენარეს ზამთრის გადატანაში ეხმარება. ამის გარდა, მნიშვნელოვანია გოგირდის როლი ნიტრატრედუქტაზას მოქმედებისას, რომლის დროსაც ნიტრატ-აზოტი ამინომჟავებად გარდაიქმნება. გოგირდი საჭიროა ვიტამინების სინთეზისთვის, ის არის გარკვეული ამინომჟავების შემადგენელი ნაწილი, ამინომჟავები კი ცილების მთავარი საშენი მასალაა. ცილების გარეშე მცენარე დაჭკნება და მოკვდება.

     

    **დამატებითი მიკროელემენტები ხარისხიანი ყვავილისთვის

     

    გარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები ნივთიერებებისა, რომელიც ზრდისა და განვითარების ჯანმრთელი პროცესისთვისაა საჭირო, მცენარეს დამატებით სხვადასხვა მიკროელემენტებიც სჭირდება, რომელიც მას ნაყოფისა და ყვავილის მოსხმაში ეხმარება. ბორი, მაგალითად, ხელს უწყობს უჯრედის კედლების ფორმირებასა და კალციუმის შეწოვას, ასევე ყვავილობას, თესლის გაღივებასა და ნაყოფის მოსხმას. რკინა აუცილებელია ნორჩი მზარდი მცენარის ნებისმიერი ნაწილის ზრდისა და განვითარებისთვის. მანგანუმი ხელს უწყობს აირცვლასა და აზოტის მეტაბოლიზმს, ხოლო თუთია აუცილებელია ღეროს ზრდისთვის. მოლიბდენი და ნიკელი საჭიროა ჯანსაღი თესლის ფორმირებისა და გაღივებისთვის, სილიციუმი კი აუცილებელია იმისთვის, რომ მცენრემ მტკიცე ღერო განივითაროს.

     

    Hy-Pro Fertilizers-ის მიერ შექმნილია სპეციალური ყვავილობის ბუსტერები სხვადასხვა ტიპის ნიადაგში, ჰიდროფინიურ გარემოსა თუ ქოქოსის ბოჭკოს სუბსტრატში მცენარეების მოსაყვანად.

  • HY-PRO FLOWERING BOOSTER – EPIC BLOOM

     

    Hy-Pro-ს ყვავილობის ბუსტერები საკმაოდ კონცენტრირებული და ძლიერი სტიმულატორებია ყვავილობის ფაზისთვის, რომლის საოცრად უხვი მოსავლიანობა მრავალჯერაა ნაცადი. ჩვენს მიერ დიდი სიფრთხილით შექმნილი ყვავილობის ბუსტერი ფოსფორის, კალიუმისა და მიკროელემენტების ისეთ რაოდენობებს შეიცავს, რომ მცენარემ გაზარდოს შაქრის წარმოქმნა. ეს კი დამატებითი ენერგიაა, რომელიც საჭიროა ზრდისთვის, ყვავილობისთვის და მაღალი მოსავლიანობისთვის.

     

    გამოყენების წესი

    **გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ბუსტერი;

    **ყვავილობის ფაზაში გამოიყენეთ 1 ლიტრ წყალში 1 მლ-იანი ნაზავი.

    **EPIC BLOOM-ის გამოყენება შესაძლებელია HY-PRO TERRA-სთან ერთად;

    **გამოდგება ნიადაგის მცენარეებისთვის - როგორც ოთახში, ისე ღია ცის ქვეშ;

    **გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით იარლიყზე მოცემულ ინფორმაციას;

    HY-PRO-ს ყვავილობის ბუსტერი EPIC BLOOM-ის გამოყენება უმჯობესია HY-PRO-ს ROOT STIMULATOR TERRA-სთან და ვეგეტაციურ საკვებ TERRA-სთან ერთად.

bottom of page