top of page

Hy-Pro Generator

ვიტამინები ოთახის თუ ღია ცის ქვეშ მზარდი მცენარეების ჯანმრთელობისთვის

 

თუ ისეთ საკვების დანამატს ეძებთ, რომელიც ყველანაირად ხელს შეუწყობს თქვენი მცენარეებისა და ნათესების ჯანმრთელობას, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის სუბსტრატში მოგყავთ, თქვენზე ზედგამოჭრილი საშუალებაა Hy-Pro-ს ვიტამინების ნაკრები Generator-ი. Hy-Pro Generator-ი საკვების დანამატია, რომელიც თქვენს მცენარეებს ყველა აუცილებელი მიკროელემენტით უზრუნველყოფს მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. Hy-Pro Generator-ი არა მხოლოდ კვებავს მცენარეს - ნეგატიური გარე ფაქტორებისგანაც იცავს იმუნიტეტის გაძლიერების გზით. Hy-Pro Generator-ში უხვადაა მაკრო და მიკროელემენტები, ყველა ის ძირითადი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია მცენარის ჯანმრთელობისა და ნაყოფიერებისთვის. მათ შორისაა ისეთ მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა მანგანუმი, თუთია, ბორი, სპილენძი და მოლიბდენი. გენერატორი ისეთი საკვები დანამატია, რომელსაც უბრალოდ ვერ გამოტოვებთ თქვენი სასუქების ასორტიმენტიდან. ეს არის მრავალფუნქციური პროდუქტი, რომელსაც ყველანაირი ტიპის სუბსტრატში შეუძლია ადაპტირება და, როგორც ნებისმიერ ჩვენს პროდუქტს ახასიათებს, სრულად ამართლებს თავის ღირებულებას.

Hy-Pro Generator

69,00GELPrice
  • ვიტამინები ოთახის თუ ღია ცის ქვეშ მზარდი მცენარეების ჯანმრთელობისთვის

     

    Hy-Pro Generator-ი მიკროელემენტების იდეალური ნაზავია. ამ ელემენტებს, სწორი დოზით თუ გამოიყენებთ, შეუძლია ისე გააბალანსონ მცენარის ზრდა და განვითარება, რომ უხვი ყვავილი და ნაყოფი მოგცეთ. Hy-Pro Generator-ი ხელს უწყობს მცენარის მაქსიმალურ ზრდასა და ყვავილობას და არ ტოვებს ნარჩენ ნივთიერებებს. Hy-Pro-ს საკვები დანამატები საკმაოდ კონცენტრირებული საშუალებებია. ძირითადად მცენარისთვის საჭირო და აუცილებელ მიკროელემენტებს შეიცავენ. Hy-Pro-ს ნებისმიერი სხვა სასუქის მსგავსად, Generator-ის რეცეპტი ისეა შედგენილი, რომ ნებისმიერი ტიპის ნიადაგსა და სუბსტრატს ერგება. საკვები დანამატის გამოყენებამდე ყოველთვის ამოწმეთ ხოლმე წყლის ელექტროგამტარობისა (EC) და მჟავიანობის (pH) მაჩვენებლები. Generator-ის გამოყენება სასურველია Hy-Pro-ს სხვა სასუქებთან ერთად.

     

    **მეტალის მიკროელემენტები

    HY-PRO Generator-ი მეტალის მიკროელემენტებს შეიცავს, რომელიც ნებისმიერ მცენარეს სჭირდება

     

    **არამეტალური მიკროელემენტები

    HY-PRO Generator-ი არამეტალურ მიკროელემენტებსაც შეიცავს დამატებით

     

    **ზრდის სილიციუმის დონეს

    HY-PRO Generator-ი მიკროელემენტებისა და ძირითადი საკვები ნივთიერებების ნაზავს შეიცავს.

     

    მცენარესთვის ძალიან სასარგებლო ნივთიერებაა სილიციუმი (Si). დადგენილია, რომ სილიციუმს შეუძლია გაზარდოს მცენარის ბიომასა და შემატოს ამტანობა აბიოტიკური და ბიოტიკური სტრესების მიმართ. სილიციუმი მცენარის სტაბილურობასა და თავდაცვის უნარს აძლიერებს. სილიციუმი სილიციუმის მჟავის სახით შეიწოვება, ხოლო მისი გადატანა სილიციუმის ტრანსპორტერების მეშვეობით ხორციელდება. მცენარის შიგნით ამორფული სილიციუმის ორჟანგის ფიტოლიტები წარმოიქმნება. ეს ფიტოლიტები, როდესაც მცენარე ხრწნას მიეცემა, ნიადაგს უბრუნდებიან და სილიციუმი კვლავ ხელმისაწვდომი ხდება შემდეგი თაობის მცენარეებისთვის.

  • გამოყენების წესი

    **გამოყენების წინ შეანჯღრიეთ Hy-Pro Generator-ი;

    **ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენეთ 10 ლიტრ წყალში 1,5 მლ-იანი ნაზავი;

    **ყვავილობის პერიოდშიც გამოიყენეთ 10 ლიტრ წყალში 1,5 მლ-იანი ნაზავი;

    **გამოდგება ყველანაირი მცენარეებისთვის - როგორც ოთახში, ისე ღია ცის ქვეშ;

bottom of page