top of page

მცენარის საკვები, რომელიც არაა გათვლილი ფესვებზე

 

ნარგავებსა და ნათესებს ყოველთვის არა აქვთ ტენიანობის ადეკვატური პირობები. თბილი კლიმატის დეკორატიულ მცენარეები, მაგალითად, ფოთლებსაც იყენებენ ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შესაწოვად. Hy-Pro Spraymix-ს იგივე ეფექტი აქვს მწყურვალ და გამომშრალ მცენარეზე, როგორც შხაპუნა წვიმას. ეს სასუქი, რომელიც 25-ზე მეტ სხვადასხვა მინერალსა და მიკროელემენტს შეიცავს, სწრაფად შეიწოვება ფოთლების მიერ. HY-PRO Spraymix-ი მცენარეს ეხმარება გამოიმუშავოს იმუნიტეტი უარყოფითი გარე ფაქტორების, გვალვისა და მეტისმეტი მზის რადიაციის მიმართ. ეს არის ბუსტერი იმისთვის, რომ განვითარდეს ჯანმრთელი, მუქი მწვანე, სქელკანიანი ფოთლები, რომელსაც ადვილად ვერ მოერევა ჭრაქი და მსგავსი სოკოვანი დაავადებები. ეს არის სტიმულატორი იმისთვის, რომ მცენარემ სწრაფად გამოისხას ახალი ფოთლები.

 

Hy-Pro Spraymix-ის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ნიადაგში, ჰიდროფინიურ გარემოსა თუ ქოქოსის ბოჭკოს სუბსტრატში. Hy-Pro-ს დანამატები ეფექტურია Hy-Pro-ს სასუქებთან კომბინაციაში.

Hy-Pro Spraymix

24,00GELPrice
  • მცენარის საკვები, რომელიც არაა გათვლილი ფესვებზე

     

    ფოთლიდან კვება მცენარის კვების მეთოდია, რომელიც თხევადი სასუქის პირდაპირ ფოთლებზე მისხურებით ხორციელდება. ალბათ იკითხავთ, როგორ. განა მცენარე ნოყიერი ნიადაგიდან ან ჰიდროფონიური ხსნარიდან არ იკვებება? მცენარე საკვებს ფოთლებიდან უფრო სწრაფად იწოვს, ვიდრე ფესვებიდან. საკვები ნივთიერებები ფოთლის ბაგეებიდან შეიწოვება. ბაგეები ფოთოლზე არსებული ფორებია, რომლის მეშვეობითაც მცენარე „სუნთქავს“. ფოთლებიდან ათვისებული საკვები მთელ მცენარეს გაივლის, სანამ ფესვებამდე არ ჩავა. მსგავსად ფოტოსინთეზის შედეგად მიღებული ნახშირწყლებისა, ფოთლებიდან შეწოვილი საკვებიც მთელი მცენარეში ნაწილდება. დადგენილია, რომ ფოთლებიდან მიღებული ხსნარის თითქმის 90% 1 საათში უკვე ფესვებშია.

     

    **აძლიერებს იმუნიტეტს დაავადებების მიმართ

    HY-PRO Spraymix-ი მეტალის მიკროელემენტებს შეიცავს, რომელიც ნებისმიერ მცენარეს სჭირდება

     

    **ამარაგებს მცენარეს საკვები ნივთიერებებით

    HY-PRO Spraymix-ი დამატებით არამეტალურ მიკროელემენტებსაც შეიცავს

     

    ** უზრუნველყოფს ტენიანობის რეგულარულ ნაკადს

    HY-PRO Spraymix-ი მიკროელემენტებისა და ძირითადი საკვები ნივთიერებების ნაზავს შეიცავს

    ერიდეთ ზედმეტად მორწყვას

     

    მორწყვის პრაკტიკას დიდი გავლენა აქვს ფესვებზე. მცენარე ზარმაცდება, როცა ხშირად იღებს წყალს. ამიტომ ნუ მორწყავთ მცენარეს, თუ მიწა სველია. თანაც, სველ მიწაში ფესვებს უფრო ადვილად ერევა სოკოვანი დაავადებები. ნესტიან გარემოში ადვილად ვრცელდება სოკო. ფესვებმა შეიძლება ლპობა დაიწყონ. როცა ასე ხდება, ქვედა ფოთლები ჭკნობას იწყებს და ფესვები ყავისფრდება. მცენარის ზრდა ფერხდება. ამიტომ, ერიდეთ ზედმეტად მორწყვას და გამოიყენეთ Hy-Pro Spraymix-ი ტენიანობის დასაბალანსებლად.

  • გამოყენების წესი

    **გამოყენების წინ შეანჯღრიეთ Hy-Pro Spraymix-ი;

    **ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენეთ 1 ლიტრ წყალში 5 მლ-იანი ნაზავი;

    **გამოიყენეთ მრავალჯერ - შეასხურეთ ფოთლებს ქვემოდან და ზემოდან;

    **გამოდგება ყველანაირი მცენარეებისთვის - როგორც ოთახში, ისე ღია ცის ქვეშ;

    **გამოიყენეთ დილით ან საღამოს, ერიდეთ შუადღის მზეს.

bottom of page