top of page

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები თქვენსა და შპს ,,გრინ ჯორჯიას“ (შემდგომში ,,კომპანია“, ან ,,გრინ ჯორჯია“, ან www.green-georgia.com) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ www.green-georgia.com ვებგვერდის გამოყენებას.

ჩვენ ვართ შპს ,გრინ ჯორჯია“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრით: 404617125.

თქვენგან, ან მესამე პირისგან მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად მუშავდება.

ვებგვერდის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს. www.green-georgia.com -ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, რომ ნებისმიერ დროს, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

ვებგვერდზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ ფლობთ ანგარიშს და ეთანხმებით რეგისტრაციის დროს მოქმედ წესებსა და პირობებს.

1. ტერმინთა განმარტება

  • წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა განსხვავებული კონტექსტუალური შემთხვევებისა:

ანგარიში - ვებგვერდზე მომხმარებლის რეგისტრირებული ანგარიში;

ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესებით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შემოთავაზებულია ვებგვერდზე;

ვებგვერდი - იგივე რაც, www.green-georgia.com, რის მეშვეობითაც მომსახურების შეთავაზე ხორციელდება;

მომხმარებელი - ფიზიკური, ან იურიდიული პირი, რომელიც წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რეგისტრირებულია პლატფორმაზე და სურს შეიძინოს პროდუქცია www.green-georgia.com-ის საშუალებით;

კომპანია, ჩვენ, ან ჩვენი - ნიშნავს შპს ,,გრინ ჯორჯია“, რომელიც რეგისტრირებულია/ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ს/ნ 404617125.რეგისტრირებული მისამართი: ქ თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის 3/5;

მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;

ხელშეკრულება - მომხმარებელსა და www.green-georgia.com-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სამომხმარებლო შეთანხმება (განცხადებები დ გარანტიები)

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • გაეცნო წესებსა და პირობებს და ის მისთვის მისაღებია;

  • მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ზუსტია;

  •  პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში მისი საქმიანობა, ან/და ქმედება ადგილობრივ/საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არის/იქნება;

  • მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული www.green-georgia.com-ს, ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუბისკენ;

  • ის კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

  • თანახმაა, რომ პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, www.green-georgia.com-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშაოს მომხმარებლის მიერ მითითებული, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან უნივერსალური იდენტიფიკატორები;

  • მომხმარებელი დაუყოვნებლივ, წერილობით, აცნობებს www.green-georgia.com-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

  • ხელშეკრულების დადების შემდეგ, წინამდებარე მუხლით, გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია www.green-georgia.com-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

  • მომხმარებელსა და საკურიერო კომპანიას შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

  • კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:

  • ვებგვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;

3. ანგარიშის გახსნა და მომსახურებით სარგებლობა

www.green-georgia.com-ს მომსახურებით სარგებლობის წესი:

  • მყიდველი რეგისტრირდება ვებგვერდზე www.green-georgia.com;

  • რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა;

  • ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება www.green-georgia.com-ს კონფიდენციალობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს, რომელთა გაცნობაც რეგისტრაციის ფანჯარაშია შესაძლებელი;

  • რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მყიდველი ირჩევს სასურველ პროდუქტს,ან პროდუქტებს და ამატებს მათ მომხმარებლის კალათში;

  • ყიდვის დასასრულებლად მომხმარებელი ავსებს ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი,ფაქტობრივი მისამართი,სასურველი მიტანის და გადახდის მეთოდი და ასრულებს ყიდვის პროცედურას;

  • დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, რაც ეხება www.green-georgia.com-ის მომსახურების პირობებს, ან სასურველ პროდუქტს მყიდველი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე: 599 01 36 01, ან ელფოსტაზე: info@green-georgia.com

  • მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმეებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითაა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

  • იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია (პაროლი, უსაფრთხოების კოდები) მოპარული, დაკარგული, ან უკანონოდ მითვისებულია, ან უნებართვოდ გამოყენებული, მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი დაუყოვნებლივ, დაუკავშირდეს გრინ ჯორჯიას მხარდაჭერის ჯგუფს;

4. შპს ,,გრინ ჯორჯია“ და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება

ვებგვერდზე www.green-georgia.com ანგარიშსწორება ხორციელდება საკრედიტო ბარათის საშუალებით, რაც შემდეგ წესებსა და პირობებზე თანხმობას გულისხმობს.~

  • საკრედიტო ბარათით თანხის გადარიცხვისას გადარიცხვის მიმღები არის შპს ,,გრინ ჯორჯია;

  • საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში მომხმარებელს კომპანიის კლიენტთა მხარდაჭერის ჯგუფი დაეხმარება;

  • მომხმარებლის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც კონკრეტული პროდუქტის ღირებულება და დამატებითი სერვისის საფასური სრულად აისახება კომპანიის საბანკო ანგარიშზე;

  • ვებგვერდზე გადახდები განხორციელდება VISA, MASTERCARD, AMEX ბარათით და ნებისმიერი სხვა ბარათი რომელიც დაშვებულია კომპანია Unipay-ს მიერ;

მიწოდების პოლიტიკა

  • მომხმარებელი www.green-georgia.com-ზე პროდუქტის კალათში განთავსების შემდგომ ირჩევს მიტანის სერვისს სურვილისამებრ;

  • პროდუქტის მიმღები შესაძლოა იყოს ანგარიშის მფლობელი, ან ის პირი, ვის ინფორმაციასაც მიუთითებთ მიწოდების სერვისის განაცხადში;

  • თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქციას, ამ შემთხვევაში შპს ,,გრინ ჯორჯიას“ უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა სწორად მოახდინოს კომპანიამ ჩამბარებლის იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება;

  • წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი პროდუქტის მიმართ მოქმედებს;

  • მიწოდების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. მიტანის სერვისის ღირებულება გამოითვლება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც საბოლოო ანგარიშსწორების გვერდზე აისახება, მას შემდეგ, რაც აირჩევთ პროდუქტს და მიუთითებთ მისამართს, სადაც გსურთ შესყიდული პროდუქციის მიღება;

  • თუ სასურველ მისამართთან ახლომდებარე ფილიალში არ არის საკმარისი პროდუქცია მარაგში, მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორების გვერდიდან აირჩიოს კომპანიის სხვა მომსახურების/სასაწყობე ობიექტი (ამ შემთხვევა მიწოდების საფასური თავიდან დაანგარიშდება);

  • პროდუქციის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის განთავსებიდან 1-10 კალენდარულ დღის ვადაში;

  • მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ,,ფილიალიდან წაღების“ სერვისითაც, ამ შემთხვევაში შეძენილ პროდუქციას მყიდველი თავად გაიტანს აგარიშსწორების დროს მითითებული მომსახურების ცენტრიდან;

  • თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო.პროდუქციის მომხმარებელთან გაგზავნის 10 კალენდარული დღის ათვლა მას შემდეგ იწყება, რაც კომპანიის ანგარიშზე მოხდება პროდუქციის ღირებულების ასახვა;

  • ჩვენი სამუშაო საათებია: 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევამდე), არ ვმუშაობთ სახელმწიფო დასვენების დღეების დროს. 

 

5. გარანტიები

  • “Გრინ ჯორჯია” იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტები შესაბამისობაშია ქართული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;

  • Გრინ ჯორია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდზე განთავსებული თითოეული პროდუქტი არის ვარგისი და ქართული კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია;

დაბრუნების პოლიტიკა

ნებისმიერ მომხმარებელს, შეუძლია ისარგებლოს ,,გრინ ჯორჯია“-ს ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის დაბრუნების უფლებით. პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგი წესების დაცვით:

  • ნივთის დაბრუნების ღირებულების გადახდას უზრუნველყოფს მომხმარებელი იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარების მომენტში აღენიშნება რაიმე ტიპის ხარვეზი, მომხმარებელმა უნდა მიმართოს კომპანიას ნომერზე 599 01 36 01 (“Whatsapp”-ზეც არის მოწერეამ დარეკვა შესაძლებელი), ან გამოაგზავნოს შეტყობინება ელფოსტის მეშვეობით info@green-georgia.com, ვებგვერდზე დაბრუნების პოლიტიკა მითითებული წესების მიხედვით.

დაბრუნების პირობები და პროცესი

დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად აუცილებელია მომხმარებელმა შეავსოს დაბრუნების ფორმა, რომელიც განთავსებულია გვერდზე - ,,დაბრუნების პოლიტიკა“

მომხმარებელი აღნიშნული ღილაკით გადავა დაბრუნების პოლიტიკის გვერდზე, სადაც დეტალურად გაეცნობა წესებსა და პირობებს და შეავსებს ლინკზე არსებულ ფორმას.

შეკვეთის დაბრუნების ფორმა

ვადები

დაბრუნების ფორმის შევსების შემდგომ, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში ნივთი დაუბრუნოს გამყიდველს საკუთარი ხარჯებით (აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული, რომ დაიბრუნოს პროდუქტი);

თუ მომხმარებელი არ შეავსებს დაბრუნების ფორმას პროდუქტის შეძენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში -დაკარგავს მისი დაბრუნების უფლებას;

  • იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორებისას მითითებულ ფილიალის მარაგებში არ აღმოჩნდა შეკვეთილი პროდუქცია, გაუთვალისწინებელი ხარვეზის გამო, კომპანია ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ან მომხმარებელს სრულად აუნაზღაუროს გადახდილი თანხა.

  • პროდუქციის დაბრუნება, ან გადაცვლა კომპანიის მხრიდან ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ დაბრუნებული პროდუქცია არის პირვანდელ მდგომარეობაში (არ არის გახსნილი, არ არის დარღვეული მისი ერთიანობა, არ არის გამოყენებული და სხვა);

  • პროდუქციის დაბრუნებისა და მიწოდების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი;

დამატებითი დებულებები

o შპს ,,გრინ ჯორჯია“ უფლებამოსილია დაბრუნების პოლიტიკაში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე. კომპანია არ არის ვალდებული შეატყობინოს მომხმარებელს თითოეული ცვლილების თაობაზე.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ჩვენ, შპს ,,გრინ ჯორჯია“, პატივს ვცემთ მომხმარებლის კონფიდენციალურობას და მზად ვართ დავიცვათ თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების და დაცვის კუთხით. ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა ითვალისწინებს პერსონალური ან სხვა სახის მონაცემების მკაფიო განმარტებას. ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით და რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი მონაცემების შეგროვების, გამოყენების და გაზიარების შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

პერსონალური ინფორმაციის შემადგენლობა:

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს პირად მონაცემებს: სახელს, გვარს, პირად ნომერს, მობილურის ნომერს, მისამართს. რეგისტაციის გავლით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ გრინ ჯორჯია შეინახოს და გამოიყენოს მონაცემები მომხმარებლისთვის პროდუქციის მისაწოდებლად.

მონაცემთა შეგროვების მიზანი

მონაცემთა შეგროვების მიზანია მომსახურებისა და პროდუქციის გაუმჯობესება, მომხმარებლებისთვის შეთავაზებებისა და ინფორმაციის მიწოდება აქციების შესახებ.მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კომპანიის მიერ პირადი ინფორმაციის გამოყენებაზე შემდეგ ელფოსტაზე მოთხოვნის გაგზავნის შემდგომ info@green-georgia.com, ან ვებგვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის დახურვით.

თქვენი მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

მომხმარებლის იდენტიფიკაცია ონლაინ სისტემების მეშვეობით;

· ინდივიდუალური მონაცემების მიხედცით საუკეთესო პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება;

· ვებგვერდის დახვეწა, უსაფრთხოების დაცვა და ეფექტური კონტენტის ფორმირება;

· საკვლევი მიზნებისთვის რეკლამის ეფექტურობის გაზომვა და თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდება;

· ჩვენი კომპანიის პროდუქტების და მომსახურების რეკლამირება (ვებგვერდზე, ფოსტით, მობილური სერვისებით, მოკლეტექსტური შეტყობინებებით) თქვენი სურვილების შესაბამისად;

მონაცემთა შეგროვების გზები:

კომპანია აგროვებს ინფორმაციას პირისპირ გაყიდვებისა და კორპორატიული გაყიდვების არხებით, ვებგვერდზე რეგისტრაციის და მისი გამოყენების დროს, ასევე ,,პირდაპირი ჩატით“,ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით და სხვა საშუალებით.ინფორმაციის ავტომატური მოგროვება cookie ფაილების მეშვეობით და მსგავსი ტექნოლოგიებით ხორციელდება.

ინფორმაციის კონფიდენციალურობა:

მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემები მხოლოდ გრინ ჯორჯიას მიერ იქნება გამოყენებული. ინფორმაცია მესამე მხარეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაეცემა.

განცხადებები და გარანტიები

Გრინ ჯორჯია იძლევა გარანტიას, რომ კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

ცვლილებები და განმარტებები

Გრინ ჯორჯია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში. აღნიშნული დოკუმენტის განახლებული ვერსია აიტვირთება ვებგვერდზე შესაბამისი თარიღის მეშვეობით. მომხმარებლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, მისვის მისაღები პერიოდულობით გადაამოწმოს კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილების სტატუსი ჩვენს ვებგვერდზე.

bottom of page